ახალი ამბები

საქართველოში შემოსასვლელად აცრის და PCR ტესტის პასუხის წარდგენის ვალდებულება მოიხსნა

15 ივნისი, 2022 •
საქართველოში შემოსასვლელად აცრის და PCR ტესტის პასუხის წარდგენის ვალდებულება მოიხსნა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით 15 ივნისიდან “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს საზღვრის კვეთისას კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა საჭირო აღარაა. ამასთან, გაუქმდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ თვითიზოლაციის ვალდებულებაც.

აღნიშნულ დადგენილებას ღარიბაშვილმა ხელი 14 ივნისს მოაწერა, ძალაში კი დღეს, 15 ივნისიდან შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი