ახალი ამბები

ესეის ავტორს (“როგორ მოვკლათ ქმარი”) ქმრის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

14 ივნისი, 2022 • 1430
ესეის ავტორს (“როგორ მოვკლათ ქმარი”) ქმრის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ავტორს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში გამოაქვეყნა ესეი “როგორ უნდა მოკლა ქმარი”, ქმრის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

71 წლის ნენსი კრემპტონ ბროფი შვიდკვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ 25 მაისს დამნაშავედ ცნო.

პროკურორების თქმით, ნენსი კრემპტონმა ოთხი წლის წინ პორტლენდში 63 წლის მეუღლე, დენ ბროფი სამუშაო ადგილზე მოკლა. პროკურორების მტკიცებით, წყვილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ნენსი კრემპტონი კი ინტერნეტში იარაღს ეძებდა, მოგვიანებით კი გამოფენაზე შეიძინა.

კრემპტონის ადვოკატი აცხადებდა, რომ ფინანსური პრობლემების შესახებ წარმოთქმული პრეტენზიები სადავო იყო. მან სასამართლოზე მოიყვანა მოწმეებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ წყვილს მყარი და მოსიყვარულე ურთიერთობა ჰქონდა. თავად კრემპტონმა კი თქვა, რომ მან და მისმა მეუღლემ სიცოცხლის დაზღვევის პოლისები საპენსიო დაგეგმვის ნაწილად შეიძინეს და სამომავლოდ ვალების შემცირების გეგმაც ჰქონდათ. ამასთან, მისი თქმით, იარაღებს სწავლობდა იშემდეგი ნაწარმოების შექმნისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ გარდიანის ცნობით, აღნიშნულმა საქმემ საზოგადოების ყურადღება სწორედ ნენსი კრემპტონის მიერ წარსულში დაწერილი ესეს სახელწოდების [“როგორ უნდა მოკლა ქმარი”] გამო მიიზიდა, სასამართლოზე ნაწარმოები ნივთმტკიცებად არ მიიჩნიეს.

გარეკანის ფოტო: Dave Killen/AP

მასალების გადაბეჭდვის წესი