ახალი ამბები

გორის კულტურის სააგენტოს თანამშრომელს ქრთამის აღებას ედავებიან

13 ივნისი, 2022 • 751
გორის კულტურის სააგენტოს თანამშრომელს ქრთამის აღებას ედავებიან

გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომელს, მაია შარაშენიძეს ქრთამის აღების საქმეზე ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა.

ბრალდებულის ადვოკატის, თამარ თედლიაშვილის თქმით, შარაშენიძე სააგენტოში პროექტების მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. ანტიკორუფციული სააგენტო მას ქრთამის სახით 300 ლარის აღებას ედავება. საქმეზე სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა და შარაშენიძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ბრალდებულმა თანამდებობა დღეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი