ახალი ამბები

ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ ხალხის დასანქცირებაა — კობახიძე

13 ივნისი, 2022 • 1494
ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ ხალხის დასანქცირებაა — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობაძიხის განცხადებით, ძალაშია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ მისი ოჯახის კუთვნილებაში რჩებოდა 200 000, დანარჩენი თანხა კი „ქართუ ფონდში“ გადადიოდა და ქველმოქმედებაზე დაიხარჯებოდა. შესაბამისად, კობახიძის თქმით, როცა ივანიშვილის სანქცირებაზე საუბრობენ, ხალხს ასანქცირებენ.

„როცა საუბრობენ, რომ შვეიცარიაში ანგარიში უნდა გაყინონ — ერთადერთი პრაქტიკული სანქცია, რაზეც მათ შეიძლება ისაუბრონ, ეს არის… პრაქტიკულად, ისედაც ნებისმიერი სანქცირება ხალხის დასანქცირება იქნებოდა — 3 მილიარდი აქვს ამ ადამიანს ქველმოქმედებაში დახარჯული — მაგრამ აქ პირდაპირ ასანქცირებენ ხალხს. ივანიშვილს აქვს თავისი კონკრეტული 200 000, რომელიც არის ოჯახის გამგებლობში, ყველა დანარჩენი თანხა, რაც შეიძლება შემოვიდეს მათ შორის შვეიცარიიდან საქართველოში, პირდაპირ ქველმოქმედებას ხმარდება. შესაბამისად, ეს ადამიანები ცდილობენ ხალხის სანქცირებას“, — განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ივანიშვილის საქველმოქმედო თანხები ხმარდება ტაძრების მშენებლობას, თეატრების აღდგენას და სხვა.

„ამ პროექტების გაჩერებას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია, იმ საქველმოქმედო პროექტებზე, რომელიც დღესაც ხორციელდება „ქართუ ფონდის“ მიერ. ბოლოს მივდივარ ისევ ომამდე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თვალდახუჭული შეიძლება წავიდნენ ომზე. მათ ქვეყანა არ უყვართ. ისინი თავისას ვერ გაიტანენ“, — განაცხადა კობახიძემ „დროას“ მიერ დაანონსებული ვიზიტების კომენტირებისას.

ელენე ხოშტარიას თქმით, ის და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისთვის სანქციების დაწესებაზე სამუშაოდ ვაშინგტონსა და ბრიუსელში მიემგზავრებიან.

„დროა“ ივანიშვილის სანქცირებაზე სამუშაოდ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ვიზიტებს აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი