ახალი ამბები

ვმკურნალობთ დაჭრილ უკრაინელ მებრძოლებს — თავდაცვის მინისტრი

9 ივნისი, 2022 • 554
ვმკურნალობთ დაჭრილ უკრაინელ მებრძოლებს — თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამინისტრო საქართველოში მკურნალობს უკრაინელ დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს.

„წეროვანის ცენტრს არ აქვს ანალოგი რეგიონში, ჩვენ ვემსახურებით როგორც ქართველ დაჭრილ-დაშავებულებს, ასევე, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან სამხედროებს.

სულ ახლახან მივიღეთ უკრაინიდან სამხედროები, რომელთაც ვემსახურებით ისე, როგორც ქართველ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს“, — განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია იმ სამხედროთა რიცხვი, რომლებიც უკრაინიდან საქართველოში სამკურნალოდ ჩამოვიდნენ.

ნეტგაზეთმა შესაბამისი კითხვით სამინისტროს მიმართა და პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

წეროვანში ფუნქციონირებს დაჭრილი და დაშავებული სამხედროების სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ისინი მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გადიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი