ახალი ამბები

„სიმართლე ჩვენს მხარესაა“ — თალაკვაძე ევროპარლამენტის კრიტიკაზე

9 ივნისი, 2022 • 604
„სიმართლე ჩვენს მხარესაა“ — თალაკვაძე ევროპარლამენტის კრიტიკაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტში საქართველოზე გამართული კრიტიკული დებატების შემდეგ აცხადებს, რომ სიმართლე „ოცნების“ ხელისუფლების მხარესაა.

მისი თქმით, კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც დღეს, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს, რომელშიც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მართლმსაჯულების მდგომარეობა იქნება შეფასებული, რეალობას აცდენილია.

„სიმართლე არის ჩვენს მხარეს, არც ნიკა გვარამია არის თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი- დემოკრატიის შუქურა. შესაბამისად, რეზოლუციის აგება და ამაზე ტოლობის დასმა აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და ჩვენი მოქალეებისთვის ეს არის გაუგებარი. შესაბამისად, აბსოლუტურად მიუღებელია საკითხის ასე დაყენება და ეს არის რეალობისგან და სიმართლისგან შორს მყოფი განცხადებები“, — განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ოცნების“ ხელისუფლება ელის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩვენ მშვიდად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო ყველა ობიექტური კრიტერიუმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, — განაცხადა თალაკვაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი