ახალი ამბები

რიკოთის უღელტეხილი დროებით ჩაიკეტა

9 ივნისი, 2022 • 2097
რიკოთის უღელტეხილი დროებით ჩაიკეტა

განახლება, 14:00: ამ დროისათვის რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღეს, 07:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის არსებული საავტომობილო გზის 149 კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ფერდის დამუშავებისას, ქვათაცვენის საშიშროებიდან გამომდინარე, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა.

ამ ეტაპზე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და პარალელურად ეწყობა მოძრაობის უსაფრთხოებისთის საჭირო დამცავი ბარიერები. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, საავტომობილო მოძრაობა საორიენტაციოდ რამდენიმე საათში აღდგება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი