ახალი ამბები

ეროვნული საბჭო პრესკონფერენციას მართავს

8 აპრილი, 2010 • • 1403
ეროვნული საბჭო პრესკონფერენციას მართავს

ეროვნული საბჭო ზურაბ ნოღაიდელის პარტიის ოფისში პრესკონფერენციას მართავს.თემა დღეს დიღმის მასივში მომხდარი ინციდენტია პატრულსა და ეროვნულ საბჭოს შორის მომხდარი.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხალხის პარტია დიღმის მასივში მდებარე დალუქულ სტამბა “თბილისელებში” მივიდა, სადაც შესვლა და მათი წინასაარჩევნო დოკუმენტაციის წამოღება ვერ მოახერხეს.

ამ მიზეზით ხალხის პარტიამ ქუჩა გადაკეტა, რასაც მოყვა კონფლიქტი სამართალდამცავებთან.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სამართალდამცავების მიერ დაკავებულია ეროვნული საბჭოს რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ხალხის პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, ალექსანდრე შალამბერიძე.

“ჩვენ ჩვენ სააგიტაციო მასალას მაინც წავიღებთ და თუ არჩევნები გაყალბდება, სააკაშილი და მერაბიშვილი მკაცრად აგებენ პასუხს… ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ ეს ხელისუფლება დავშალოთ”,– აცხადებდა დღეს დიღმის მასივში ნოღაიდელი.

“კიდევ წავალთ ასეთ ექსესებზე..დაგვიბრუნონ ჩვენი სააგიტაციო მასალა”,–ამბობს ზვიად ძიძიგური.

კობა დავითაშვილი კი დაკავებულების განთავისუფლებას დაუყოვნებლივ ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი