ახალი ამბები

დუმამ დაამტკიცა კანონი, რომლითაც რუსეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს აღარ შეასრულებს

7 ივნისი, 2022 • 1147
დუმამ დაამტკიცა კანონი, რომლითაც რუსეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს აღარ შეასრულებს

რუსეთის დუმამ დაამტკიცა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებას.

ცვლილებების შემდეგ რუსეთი იხსნის ვალდებულებას, შეასრულოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც 2022 წლის 15 მარტის შემდეგ არის გამოცემული.

როგორც BBC წერს, ერთი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც დღეს დუმამ დაამტკიცა, ქვეყანა სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციიდან გადის, მეორე კი 15 მარტს აწესებს თარიღად, რომლის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც რუსეთი აღარ შეასრულებს.

16 მარტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას 216 ხმით ნულის წინააღმდეგ. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების გამო რუსეთს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბელაში წარმომადგენლობის უფლება შეჩერებული ჰქონდა. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, 15 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ევროპის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღეს და ამის შესახებ ოფიციალური მიმართვაც გააკეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი