ახალი ამბებირეკლამა

Perfect Ceylon Tea და English Breakfast – ცეილონის შავი ჩაი უკეთესი კომუნიკაციისთვის

7 ივნისი, 2022 • 450
Perfect Ceylon Tea და English Breakfast – ცეილონის შავი ჩაი უკეთესი კომუნიკაციისთვის

ახლახან საქართველოში ჩაის პრემიუმ ბრენდის, „დილმას“ რჩეული ხაზის პროდუქცია გამოჩნდა. ის სხვადასხვა სიძლიერის, გემოს, ხილისა და მცენარეების არომატებით გამდიდრებულ ცეილონის ჩაის ტიპებს მოიცავს. ყველა მათგანი ხელით დაკრეფილი, ჩაის რჩეული ფოთლებისა და ყლორტებისგან მზადდება და არ შეიცავს არაბუნებრივ დანამატებს.

ჩვენ „დილმას“ მრავალფეროვანი ასორტიმენტის აღმოჩენაში დაგეხმარებით მოგიყვებით თითოეულ მათგანზე და მის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებასაც გასწავლით. „დილმას“ ორი ჩაის ტიპი უკვე გაგაცანით, ახლა Perfect Ceylon Tea-სა და English Breakfast-ის ანუ შავი ჩაის დრო დადგა.

Perfect Ceylon Tea და English Breakfast არის მათთვის, ვინც უპირატესობას შავი ჩაის სუფთა გემოს ანიჭებს.

Perfect Ceylon Tea არც ძალიან ძლიერია და არც ძალიან მსუბუქი. ის დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიირთვათ და მისი დახმარებით აღიდგინოთ ძალები ან განიტვირთოთ. English Breakfast კი ძლიერი შავი ჩაია, რაც იმას ნიშნავს, რომ უმჯობესია დილით მიირთვათ. ის სწრაფად გამოფხიზლებასა და დღის ენერგიულად დაწყებაში დაგეხმარებათ.

ცეილონის შავი ჩაის სუფთა გემო, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ პიტნის ცოცხალი ფოთლებით, ჯანჯაფილით, ლიმონითა და თაფლით გაამდიდროთ. ამავე ინგრედიენტებისა და სხვადასხვა ხილის წვენების კომბინაციით კი გამაგრილებელი სასმელებიც მოამზადოთ. თუ კოქტეილში ალკოჰოლის გამოყენებასაც გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ შავ ჩაის რომი, ვისკი, არაყი და წითელი ღვინო უხდება.

Perfect Ceylon Tea-ს, English Breakfast-სა და „დილმას“ რჩეული ხაზის ჩაის სხვა ტიპებს „ევროპროდუქტის“ მაღაზიათა ქსელში. ასევე დიდ სუპერმარკეტსა და ჰიპერმარკეტში შეიძენთ. მიირთვით ის ტრადიციული ფორმით, ჩაატარეთ ექსპერიმენტები და „დილმასთან“ ერთად აღმოაჩინეთ  ჩაის მრავალფეროვანი დანიშნულება.

შრილანკური კომპანია „დილმა“ 1985 წელს დაფუძნდა და მალევე იქცა ნამდვილი ცეილონის ჩაის მთავარ მწარმოებლად. ის 35 წელზე მეტია შრი-ლანკაში ნომერ პირველ, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ხარისხის ჩაის ქმნის.

„დილმას“ ექსკლუზიური იმპორტიორი პრემიუმ ბრენდების მაღაზიათა ქსელი „ევროპროდუქტია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი