ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა Ria Novosti დაბლოკა

4 ივნისი, 2022 •
აზერბაიჯანმა Ria Novosti დაბლოკა

აზერბაიჯანმა კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი, რუსული პროპაგანდისტული მედია-საშუალება, Ria Novosti დაბლოკა.

ადგილობრივ საინფორმაციო საშუალება APA-ს აზერბაიჯანის მთავრობაში განუცხადეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდება Ria Novosti-ს მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევას, კერძოდ იმგვარი ინფორმაციის გავრცელების გზით, რომელიც ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.

კონკრეტული მიზეზი დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის მთავრობის წევრთან გამოქვეყნებული ინტერვიუა.

მანამდე, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში დაბლოკეს რიგი აზერბაიჯანული გამოცემები, რომლებიც, მათ შორის, არ ასრულებდნენ რუსეთის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს უკრაინაში ომის გაშუქების შესახებ.

მაშინ აზერბაიჯანის პარლამენტის წევრთა ნაწილი რუსული გამოცემების დაბლოკვის ინიციატივით გამოვიდა.

რუსეთში დაიბლოკა ქართული გამოცემებიც, მათ შორის, „ნეტგაზეთიც“.

მასალების გადაბეჭდვის წესი