ახალი ამბები

ისტორიის მუზეუმიდან ლიკა მამაცაშვილი გაათავისუფლეს

4 ივნისი, 2022 • 1356
ისტორიის მუზეუმიდან ლიკა მამაცაშვილი გაათავისუფლეს

თბილისის ისტორიის მუზეუმის დროებითი გამოფენების ხელმძღვანელი, ლიკა მამაცაშვილი სამსახურიდან 3 ივნისს  გაათავისუფლეს.

3 ივნისს, ეროვნულ მუზეუმთან საპროტესტო აქცია გამართეს მუზეუმიდან გათავისუფლებულმა და მოქმედმა თანამშრომლებმა, ასევე, სტუდენტებმა და მუზეუმის მხარდამჭერებმა. ისინი მუზეუმიდან თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.

აქციაზე იმყოფებოდა ლიკა მამაცაშვილიც.

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა, თანამდებობა მუზეუმების ათობით მეცნიერ-თანამშრომელს დაატოვებინეს.

ფოტო გარეკანზე: ეროვნულ მუზეუმთან გამართული საპროტესტო აქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.