ახალი ამბები

სევეროდონეცკი და სლავიანსკი – ომის ყველაზე ცხელი წერტილები

4 ივნისი, 2022 •
სევეროდონეცკი და სლავიანსკი – ომის ყველაზე ცხელი წერტილები

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, ამჟამად ომის ყველაზე ცხელი წერტილები სევეროდენცკსა და სლავიანსკშია.

ინფორმაციას უკრაინული Unian ავრცელებს.

დენისენკოს განცხადებით, სევეროდონეცკში ვითარება „ძალიან მძიმეა“.

მისივე თქმით, სლავიანსკის მიმართულებით რუსები ძალების მაქსიმალურ მობილიზებას ცდილობენ. დენისენკოს თანახმად, აქ 20-ზე მეტი ბატალიონია, თითოეული 600-800 ჯარისკაცის შემადგენლობით.

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, რუსულმა ძალებმა მიაღწიეს მცირე წარმატებებს სლავიანსკის მიმართულებით, თუმცა უკრაინული ძალები აგრძელებენ ლოკალიზებული კონტრშეტევების განხორციელებას უშუალოდ ქალაქსა და მის შემოგარენში.

რაც შეეხება სლავიანსკს, ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, რუსულმა ძალებმა ამ მიმართულებით მდებარე დასახლებებზე რამდენიმე შეტევა განახორციელეს, თუმცა ყველა უშედეგოდ.

სლავიანსკი და სევეროდონეცკი აღმოსალვეთ უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მდებარე ქალაქებია.

აღმოსავლეთ უკრაინაზე თავდასხმა რუსეთმა მას შემდეგ წამოიწყო, რაც ვერ შეძლო ქვეყნის დედაქალაქის, კიევის დაკავება.

ამჟამად, რუსული პროპაგანდისტული არხები ცდილობენ ვითარების ისე წარმოჩენას, თითქოს, ომის მიზანი მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები მოქალაქეების დაცვა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი