ახალი ამბებირეკლამა

Elegant Earl Grey – ჩაისა და ბერგამოტის იდეალური კომბინაცია

3 ივნისი, 2022 • 510
Elegant Earl Grey – ჩაისა და ბერგამოტის იდეალური კომბინაცია

ახლახან საქართველოში ჩაის პრემიუმ ბრენდის, „დილმას“ რჩეული ხაზის პროდუქცია გამოჩნდა. ის სხვადასხვა სიძლიერის, გემოს, ხილისა და მცენარეების არომატებით გამდიდრებულ ცეილონის ჩაის ტიპებს მოიცავს. ყველა მათგანი ხელით დაკრეფილი, ჩაის რჩეული ფოთლებისა და ყლორტებისგან მზადდება და არ შეიცავს არაბუნებრივ დანამატებს.

ჩვენ „დილმას“ მრავალფეროვანი ასორტიმენტის აღმოჩენაში დაგეხმარებით მოგიყვებით თითოეულ მათგანზე და მის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებასაც გასწავლით. Berry Sensation-ის შემდეგ კი „დილმას“ Earl Grey-ს გაგაცნობთ.

ციტრუსის არომატით გამდიდრებული შავი ჩაი

Earl Grey ჩაის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტიპია, რომელიც შავი ჩაისა და ბერგამოტის კომბინაციით მზადდება. ის პირველად მე-19 საუკუნეში შექმნეს და უნიკალური გემოს გამო, ჩაის მოყვარულთა შორის პოპულარობას დღემდე არ კარგავს. თუ თქვენც გიყვართ ციტრუსის არომატით გამდიდრებული შავი ჩაი, მაშინ „დილმას“ Elegant Earl Grey-ც აუცილებლად უნდა გასინჯოთ, რადგან მასში იდეალურადაა დაბალანსებული ჩაისა და ბერგამოტის გემოები. ციტრუსის უფრო ინტენსიური არომატისთვის დაყენებულ ჩაიში შეგიძლიათ მოათავსოთ ლაიმის, ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭრები ან ცედრა. მას, ასევე, უხდება დარიჩინი.

Elegant Earl Grey საშუალო სიძლიერისაა, ამიტომ შეგიძლიათ მიირთვათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მისი დალევა განსაკუთრებით სასიამოვნოა ცხარე კერძებთან, ხორცთან და შავ შოკოლადთან ერთად.

„დილმას“ რეკომენდაციით, შეგიძლიათ წინასწარ დაყენებული და გაგრილებული Elegant Earl Grey გაურიოთ ნამცხვრების ინგრედიენტებში, როგორებიცაა, მაგალითად, რძე და ხილის სიროფები. ასევე, შეგიძლიათ მასში მოზილოთ ცომი. ასე საკონდიტრო ნაწარმს უცხოსა და უნიკალურ გემოს შესძენთ. თუ მისგან კოქტეილის დამზადებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლის გარდა, Earl Grey-ს თაფლიც უხდება.

Elegant Earl Grey-ს და „დილმას“ რჩეული ხაზის ჩაის სხვა ტიპებს „ევროპროდუქტის“ მაღაზიათა ქსელში, ასევე დიდ  სუპერმარკეტსა და ჰიპერმარკეტში შეიძენთ. მიირთვით ის ტრადიციული ფორმით, ჩაატარეთ ექსპერიმენტები და „დილმასთან“ ერთად აღმოაჩინეთ  ჩაის მრავალფეროვანი დანიშნულება.

შრილანკური კომპანია „დილმა“ 1985 წელს დაფუძნდა და მალევე იქცა ნამდვილი ცეილონის ჩაის მთავარ მწარმოებლად. ის 35 წელზე მეტია შრი-ლანკაში ნომერ პირველ, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ხარისხის ჩაის ქმნის.

„დილმას“ ექსკლუზიური იმპორტიორი პრემიუმ ბრენდების მაღაზიათა ქსელი „ევროპროდუქტია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი