ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უკრაინის ომში ამ დრომდე 13 ცხინვალელი დაიღუპა

3 ივნისი, 2022 • 3366
უკრაინის ომში ამ დრომდე 13 ცხინვალელი დაიღუპა

რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაიღუპა ცხინვალიდან რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად წასული 13 მეომარი[როგორც კონტრაქტით მომუშავე ჯარისკაცები, ასევე მოხალისეები]. უკანასკნელი შემთხვევა, როგორც გამოცემა “ეხოკავკაზა” წერს, 27 მაისს მოხდა.

გზააბნეული და დაბრუნებული ოსი ჯარისკაცები – ცხინვალელები უკრაინის ომში

რუსეთის ფედერაციას სამხრეთ ოსეთში განთავსებული აქვს მე-4 სამხედრო ბაზა, სადაც ადგილობრივები კონტრაქტით მსახურობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამ ბაზიდან ორ ნაკადად გაგზავნეს ჯარისკაცები.

ამასთან, 24 თებერვლის შემდეგ ომში ჩასართავად რუსეთმა გაიყვანა სამხედრო ტექნიკის ნაწილი როგორც აფხაზეთის ტერიტორიიდან, ასევე, ცხინვალიდან.

გზააბნეული და დაბრუნებული ოსი ჯარისკაცები – ცხინვალელები უკრაინის ომში

მასალების გადაბეჭდვის წესი