ახალი ამბები

„ლელო“ და „გირჩი — მეტი თავისუფლება“ ALDE-ს წევრები გახდნენ

2 ივნისი, 2022 • 964
„ლელო“ და „გირჩი — მეტი თავისუფლება“ ALDE-ს წევრები გახდნენ

„ლელო“ გახდა  ალიანსის “ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” (ALDE) — სრული წევრი, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ კი – ასოცირებული.

გადაწყვეტილება ALDE-ს კონგრესზე იქნა მიღებული, რომელიც დუბლინში გაიმართა.

ALDE შეიქმნა 1976 წელს და მას მერე ევროპულ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს. ალიანსი ევროპის მასშტაბით დაახლოებით 70 პოლიტიკური პარტიას და ათასობით ინდივიდუალურ პირს აერთიანებს. დღესვე, ალიანსის წევრი გახდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“. საქართველოდან ALDE-ს პარტნიორები არიან „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი