ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში აცხადებენ, რომ ბოლო დროს საქართველო წინდახედული გახდა

2 ივნისი, 2022 • 3055
ცხინვალში აცხადებენ, რომ ბოლო დროს საქართველო წინდახედული გახდა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე სამხრეთ ოსეთის  დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენელი კონსტანტინ კოჩიევი თბილისს უწონებს “თავშეკავებულობას და წინდახედულ” პოლიტიკას.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ გარე პარტნიორები თბილისს სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად ძალის გამოყენებისკენ მოუწოდებენ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოს მხრიდან გარკვეული თავშეკავებულობა და წინდახედულობა შეიმჩნევა, რაც კოჩიევის მოსაზრებით, გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შემუშავებისთვის. 

ოსური სააგენტო რეს-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება კოჩიევმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ცხინვალში შეხვედრის დროს გააკეთა.

“ჟენევის დისკუსიები რეგიონში სტაბილურობას ნიშნავს” – ცხინვალის წარმომადგენელი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო „ომითა და ძალით“ ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს.

ამასთან, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ თბილისმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა, რამდენჯერმე განაცხადა, მეორე ფრონტის გახსნას არ გეგმავს, რაც მოსკოვში პოზიტიურ და კონსტრუქციულ სიგნალად შეაფასეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი