ახალი ამბები

რუსეთმა დანიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

1 ივნისი, 2022 • 1613
რუსეთმა დანიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთმა დანიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. როგორც Reuters წერს, Gazprom-მა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა დანიურ კომპანიას Orsted-ს და გერმანულ Shell Energy-ს, რომელიც ქვეყანას გაზით მხოლოდ ნაწილობრივ ამარაგებდა. აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა უარი განაცხადეს ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე.

მანამდე Gazprom-მა გაზის მიწოდება ანალოგიური მიზეზით შეუწყვიტა ნიდერლანდებს, ბულგარეთს, პოლონეთსა და ფინეთს. განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღეს გერმანულმა, იტალიურმა და ფრანგულმა კომპანიებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მოსკოვთან გადახდის სქემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა საკუთარი მარაგები უზრუნველყონ.

Shell Energy, რომელსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, გერმანიისთვის მხოლოდ მცირე მიმწოდებელია, რომლის ჩანაცვლებაც მარტივადაა შესაძლებელი. რაც შეეხება დანიას, ქვეყანა ბუნებრივ აირს გერმანიის გავლით ამ დრომდე იღებს. რუსეთსა და დანიას შორის პირდაპირი გაზსადენი არ არსებობს, ამიტომ დანიას შეუძლია კვლავ მიიღოს რუსული გაზი სხვა ქვეყნების გავლით.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი უკვე 55 დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება.

უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი