ახალი ამბებირეკლამა

Valley of Kings Ceylon Pekoe – ცეილონის სამეფო ჩაი

1 ივნისი, 2022 • 629
Valley of Kings Ceylon Pekoe – ცეილონის სამეფო ჩაი

ახლახან საქართველოში ჩაის პრემიუმ ბრენდის, „დილმას“ რჩეული ხაზის პროდუქცია გამოჩნდა. ის სხვადასხვა სიძლიერის, გემოს, ხილისა და მცენარეების არომატებით გამდიდრებულ ცეილონის ჩაის ტიპებს მოიცავს. ყველა მათგანი ხელით დაკრეფილი, ჩაის რჩეული ფოთლებისა და ყლორტებისგან მზადდება და არ შეიცავს არაბუნებრივ დანამატებს.

ჩვენ „დილმას“ მრავალფეროვანი ასორტიმენტის აღმოჩენაში დაგეხმარებით – მოგიყვებით თითოეულ მათგანზე და მის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებასაც გასწავლით. ამ სტატიაში ცეილონის სამეფო ჩაის – Valley of Kings-ს გაგაცნობთ.

ნედლი ფოთლებისგან დამზადებული შავი ჩაი

Valley of King Ceylon Pekoe ახლადდაკრეფილი, ნედლი ფოთლებისგან მზადდება. ის საშუალო სიძლიერისაა, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ საღამოსაც. ის ორგანიზმის გამოცოცხლებასა და განწყობის ამაღლებაშიც დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ Valley of King Ceylon Pekoe არაჩვეულებრივად ანეიტრალებს ნამცხვრებისა და საკონდიტრო ნაწარმის სიტკბოს და რომ მისი დაგემოვნების შემდეგ, ის აუცილებლად იქცევა თქვენი ტკბილეულის სუფრის განუყოფელ ნაწილად.

შრი-ლანკაში Valley of Kings კოქტეილების, ტკბილეულისა თუ კერძების უძვირფასესი ინგრედიენტია. მას ხშირად ურევენ შამპანურსა და ღვინოში. ასევე, მისგან დაყენებულ ჩაის უმატებენ სხვადასხვა კერძის სოუსებსა თუ ტკბილეულის კრემს.

Valley of Kings-სა და „დილმას“ რჩეული ხაზის ჩაის სხვა ტიპებს „ევროპროდუქტის“ -ის მაღაზიათა ქსელში, ასევე ნებისმიერ სუპერმარკეტსა და ჰიპერმარკეტში შეიძენთ. მიირთვით ის ტრადიციული ფორმით, ჩაატარეთ ექსპერიმენტები და „დილმასთან“ ერთად აღმოაჩინეთ ჩაის მრავალფეროვანი დანიშნულება.

შრი-ლანკური კომპანია „დილმა“ 1985 წელს დაფუძნდა და მალევე იქცა ნამდვილი ცეილონის ჩაის მთავარ მწარმოებლად. ის 35 წელზე მეტია შრი-ლანკაში – ნომერ პირველ, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ხარისხის ჩაის ქმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი