ახალი ამბები

ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე მაია სანდუს შეხვდნენ

31 მაისი, 2022 • 1278
ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე მაია სანდუს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდნენ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ენმ-ის წევრები თავად ავრცელებენ.

მათივე ცნობით, საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მნიშვნელობა ორი ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისათვის.

ნიკა მელიაც და ხატია დეკანოიძეც როტერდამში „ევროპის სახალხო პარტიის“(EPP) ყრილობას ესწრებიან, რადგან ენმ მათი პარტნიორი პარტიაა. ყრილობაზე იმყოფება მაია სანდუც, როგორც მოლდოვაში EPP-ს პარტნიორი პარტიის „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირს მიმართა, რომ საქართველოს კარი გაუღოს.

მელიას თქმით,  უახლოესი დღეები, კვირები და თვეები პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინაში და მის მიღმა ევროპის კონტინენტის ბედს შეცვლის.

მივმართავთ ევროკავშირს, გაუღოს კარი საქართველოს – მელიას სიტყვა EPP-ს ყრილობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი