ახალი ამბები

გერმანია ევროპაში ნატოს უდიდესი არმია გახდება – შოლცი

31 მაისი, 2022 • 1412
გერმანია ევროპაში ნატოს უდიდესი არმია გახდება – შოლცი

გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყანა მალე გახდება ნატოს ყველაზე დიდი არმია ევროპაში.

მან ეს განცხადება გააკეთა გერმანულ გამოცემებთან, „Stuttgarter Zeitung“, „Stuttgarter Nachrichten“ და „Neue Berliner Redaktionsgemeinschaft“.

მისი განცხადებით, გერმანია საკუთარ თავდაცვაში ფულს ევროპის უსაფრთხოებისთვის აბანდებს.

ბოლო პერიოდში შოლცი  კრიტიკის ობიექტი გახდა, რისი მიზეზიც უკრაინისათვის იარაღის მიწოდების საკითხია.

პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც გერმანიაში პაციფიზმის იდეებით გამოდიან, შოლცს კონფლიქტის კიდევ უფრო გაღვივებაში ადანაშაულებენ, მაშინ, როდესაც უკრაინის მხარდამჭერთა ნაწილი მას იარაღის დროულად მიუწოდებლობაში ადანაშაულებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, გაზარდოს საკუთარი თავდაცვის ბიუჯეტი 100 მილიარდი ევროთი.

GFP-ის ინდექსის მიხედვით, რომელიც მსოფლიოში ქვეყნების არმიების ძალებს ზომავს, შეიარაღებული ძალების კუთხით გერმანიას  ევროპაში უსწრებს ნატოს 3 ქვეყანა: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი