ახალი ამბები

გავრცელდა კადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინული ვერტმფრენების მიერ აზოვსტალის მომარაგებას ასახავს

31 მაისი, 2022 •
გავრცელდა კადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინული ვერტმფრენების მიერ აზოვსტალის მომარაგებას ასახავს

საიტმა „Днепр Оперативный“ გამოაქვეყნა უკრაინული ვერტმფრენების მარიუპოლში ფრენის კადრები.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დაფრინავენ ვერტმფრენები პორტის მიდამოში, სანაპირო ზოლის გასწვრივ, შემდეგ- დესანტს სხამენ, ტვირთს ტოვებენ და უკან მოფრინავენ.

უკრაინული მედია Днепр Оперативный-ზე დაყრდნობით წერს, რომ ვიდეოკადრები ასახავს უკრაინელი სამხედროების მიერ ალყაშემორტყმული მარიუპოლის მომარაგების მისიას.

20 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კვირების განმავლობაში უკრაინელი მფრინავები, რომელთა ნაწილი დაიღუპა, საკვებს და საბრძოლო მასალას აწვდიდნენ მარიუპოლის დამცველებს, რომლებიც რუსი დამპყრობლები ალყაში იყვნენ.

უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ხელმძღვანელმა, გენერალმა კირილ ბუდანოვმა The War Zone-ს განუცხადა, რომ აზოვსტალში გამაგრებულებს ვერტმფრენებით მიაწოდეს იარაღი, საბრძოლო მასალა, მედიკამენტები, საკვები და ქარხნის ტერიტორიაზე გადასხეს 72 დამატებითი მებრძოლი „აზოვის“ პოლკიდან. 7 სპეციალურ ოპერაციაში სულ 16 ვერტმფრენი მონაწილეობდა და ყველა მიწოდება წარმატებით დასრულდა, მაგრამ მე-5 და მე-7 მისიებზე ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ასევე, განადგურდა მესამე ვერტმფრენი, როცა ერთ-ერთი ჩამოგდებული ვერტმფრენის გადასარჩენად მიდიოდა.

ინფორმაცია და კადრები მარიუპოლში ორი უკრაინული ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ თავდაპირველად აპრილის დასაწყისში გავრცელდა.

ამ თემაზე:

როგორ ამარაგებდნენ ალყაშემორტყმულ მარიუპოლს ვერტმფრენებით

მასალების გადაბეჭდვის წესი