ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო სასწავლო ვიზებისთვის დაჩქარებულ გასაუბრებებს ამატებს

31 მაისი, 2022 • 1137
აშშ-ის საელჩო სასწავლო ვიზებისთვის დაჩქარებულ გასაუბრებებს ამატებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, სტუდენტური და გაცვლითი ვიზიტის აპლიკანტთათვის ამატებს შეზღუდული რაოდენობით დაჩქარებული გასაუბრების შესაძლებლობას.

საელჩოში აცხადებენ, რომ გასაუბრებაზე რეგისტრაცია შეეძლებათ პირებს, რომელთა მგზავრობის მიზანი არის სწავლის დაწყება ან გაგრძელება აშშ-ში:

„აშშ-ის მისია საქართველოში მიესალმება შეერთებულ შტატებში სწავლის მსურველ აპლიკანტებს და სავიზო პროცესის გაადვილებისთვის მუშაობას აგრძელებს. გვსურს, შეგატყობინოთ, რომ საკონსულო განყოფილება ამატებს დაჩქარებული გასაუბრების შეზღუდულ რაოდენობას სტუდენტური და გაცვლითი ვიზიტის აპლიკანტთათვის, რომელთა მგზავრობის მიზანი არის სწავლის დაწყება ან გაგრძელება აშშ-ში დასაბუთებული სწავლისათვის და რომელთა პროგრამის დაწყების თარიღი დაჩქარებული გასაუბრების მოთხოვნის თარიღიდან 60 დღის ვადაშია.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ამ ვებგვერდს“ ,- აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

დაჩქარებულ გასაუბრებაზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი