ახალი ამბები

ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა სოლიდარობა – უარი წიგნის პრეზენტაციაზე

30 მაისი, 2022 • 1014
ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა სოლიდარობა – უარი წიგნის პრეზენტაციაზე

მეცნიერების, კულტურისა და განათლების პროფკავშირების განცხადებით, ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა გათავისუფლებული კოლეგებისადმი სოლიდარობის გამოსახატად უარი განაცხადეს კატალოგის პრეზენტაციაზე, რაც მანამდე დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი.

„წიგნის ავტორებმა ამ ღონისძიებაზე უარი თქვეს მუზეუმში თანამშრომელთა უკანონო და უსამართლო განთავისუფლებასთან დაკავშირებული პროტესტის და სოლიდარობის მიზნით.

მათი ეს ჟესტი ყველა განთავისუფლებულ ადამიანს და განსაკუთრებით კი ქვის ხანის ფონდის მცველს ნინო ჯაყელს ეკუთვნის.

გმირობას სხვადასხვა ფორმა აქვს“, – წერია მეცნიერების, კულტურისა და განათლების პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატალოგი, სახელწოდებით „სარდიონის მძივები და საკიდები სამთავროს სამაროვნიდან“ შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს ქრისტინე შავლაყაძემ, ნინო ქობალიამ, თინა კახელიშვილმა, მაია კუბლაშვილმა, ანა სახვაძემ. მხატვარი – რუსუდან ბერიძე.

მეცნიერების, კულტურისა და განათლების პროფკავშირები ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა ინიციატივით მაისის თვეში შეიქმნა.

ბოლო პერიოდში ეროვნული მუზეუმიდან ათობოთ ადამიანი გაათავისუფლეს. მათი ნაწილის განცხადებით, გათავისუფლება პოლიტიკურად მოტივირებულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი