30 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც 31 მაისს იმოქმედებს, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 8.89 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად, 31 მაისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9546 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტა 30 მაისის ოფიციალური კურსით გაუფასურდა ევროსთანაც. 31 მაისს 1 ევროს ღირებულება 3.1833 ლარი იქნება, რაც წინა ოფიციალურ კურსზე 11.44 თეთრით მეტია.