ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაგლოევი აცხადებს, რომ ცხინვალს რეფერენდუმის ჩასატარებელი ფული არ აქვს

30 მაისი, 2022 • 3308
გაგლოევი აცხადებს, რომ ცხინვალს რეფერენდუმის ჩასატარებელი ფული არ აქვს

“ჩვენ შეგვიძლია რეფერენდუმის ჩასატარებლად ბანკისგან ვისესხოთ ფული, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მზად იქნება მის შემადგენლობაში მიგვიღოს”, – განუცხადა ახლადარჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა დეპუტატებს.

მისივე თქმით, ცხინვალს რეფერენდუმის  ჩატარება 32,5 მილიონი რუსული რუბლი  [დაახლოებით, ნახევარი მილიონი აშშ დოლარი] დაუჯდება.

17 ივლისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გაიმართება “რეფერენდუმი რუსეთს შემადგენლობაში შესვლაზე”, მაგრამ პლებისციტის კითხვა ფორმალურად ასე დგას: მხარს უჭერთ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანებას? როგორც რუსული მხარე, ასევე ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი აცხადებს, რომ აღნიშნული კითხვის ფორმულირება არ არის სწორი. თუმცა, რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, შეიცვლება თუ არა მისი ფორმულირება, უცნობია.

რატომ შეიძლება გაუქმდეს ცხინვალში რეფერენდუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი