მსახიობი, კომიკოსი პაატა გულიაშვილი, რომელიც დღეს თელავში „ერეკლე II-ის დასაცავ“ აქციაში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ დატოვა.
„ძალიან დიდი მადლობა კომედი ჯგუფის ბიჭებს, საქმის გამკეთებლებს და ნიჭიერ ხალხს…. არ ღირს ჩემს გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი….. მე წავედი“, – დაწერა გულიაშვილმა ფეისბუკზე.
პოსტის კომენტარებში იგი აზუსტებს, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ არ გაუთავისუფლებია და თავად მიიღო გადაწყვეტილება წამოსვლის შესახებ.
„რაც შეეხება ერეკლე მეფეს, მასზე ცუდის მთქმელის მაგინებელი ვიყავი, ვარ და ვიქნები“, – წერს იგი.
თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან აქცია გაიმართა „ერეკლე II-ის დასაცავად“ – ლევან ბერძენიშვილისგან.
… „ენა უნდა დაიმოკლოს. გაუჭირდება, მაგრამ უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს. დიდება მეფეს და ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ კახელები, და თელაველები განსაკუთრებით“, – განაცხადა აქციაზე პაატა გულიაშვილმა.
„ტელეიმედის“ ცნობით, „მშვიდობიან“ აქციაზე მივიდნენ „ცნობილი სახეები და საჯარო მოხელეები“, რომლებმაც განაცხადეს: „ერეკლე ჩვენი სიამაყეა, ჩვენ მეფეს ვიცავთ და ისტორიას, რომლის დამახინჯების მცდელობა ეროვნული დანაშაულია“.
ვრცლად ამ თემაზე: