უკრაინულმა MiG-29 გამანადგურებელმა ხერსონის თავზე რუსული Su-35 ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო დანაყოფის MiG-29 გამანადგურებელმა ხერსონის რეგიონის ცაზე რუსული გამანადგურებელი Su-35 ჩამოგდო, რომელიც უკრაინის მოიერიშე თვითმფრინავებზე ნადირობდა”, – წერია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებაში.
უკრაინული უწყების ცნობით შემთხვევა დღეს, 27 მაისს უკრაინული დროით დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.
Su-35 საჰაერო თავდაცვის გამანადგურებლის Su-27-ის გაუმჯობესებული ვერსიაა. რუსულ საჰაერო ძალებში ეს გამანადგურებელი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო თვითმფრინავადაა მიჩნეული.
გარეკანის ფოტო: უკრაინის საჰაერო შეიარაღებული ძალები