ახალი ამბები

„რუსეთი სევეროდონეცკისა და ლისჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობას განაგრძობს“ – UK

27 მაისი, 2022 • 715
„რუსეთი სევეროდონეცკისა და ლისჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობას განაგრძობს“ – UK

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, უკრაინაში რუსული ძალები განაგრძობენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქების, სევეროდონეცკისა და ლისჩანსკის ალყაში მოქცევას.

როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რუსმა სამხედროებმა პოპასნას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რამდენიმე სოფელი დაიკავეს:

„რუსეთის სევეროდონეცკს უტევს, თუმცა უკრაინა აკონტროლებს არაერთ დაცულ სექტორს და ხელს უშლის რუსეთს დონბასზე სრული კონტროლის მოპოვებაში“ – ვკითხულობთ დაზვერვის 27 მაისის მიმოხილვაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ მობილიზებული ძალების მიზანი კვლავ უკრაინის სამხრეთ ნაწილის ოკუპაციასაა. ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარმა ბრძოლაში, სულ მცირე, 50 წლის T-62 ტიპის ტანკების წაღება დაიწყო, რომელიც თანამედროვე ანტისატანკო იარაღის წინაშე უკიდურესად მოწყვლადია.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

მასალების გადაბეჭდვის წესი