ახალი ამბები

რუსმა სამხედრომ გაძარცვულ ბინაში “პოლაროიდით” გადაღებული ფოტო დატოვა – “უკრაინსკაია პრავდა”

26 მაისი, 2022 • 4085
რუსმა სამხედრომ გაძარცვულ ბინაში “პოლაროიდით” გადაღებული ფოტო დატოვა – “უკრაინსკაია პრავდა”

რუსმა სამხედრომ უკრაინაში, ქალაქ ირპენში ბინის ძარცვის შემდეგ პოლაროიდის ტიპის აპარატით ფოტო გადაიღო, რომელიც ბინაშივე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინკასია პრავდა” აქვეყნებს.

სახლის მეპატრონე გამოცემას უყვება, რომ სახლში ფოტო აღმოაჩინა და ფიქრობს, რომ რუსმა სამხედრომ, სავარაუდოდ, არ იცოდა, როგორ მუშაობდა აპარატი. კერძოდ, პოლაროიდის ტიპის კამერა გადაღებულ ფოტოს მაშინვე ბეჭდავს, თუმცა მის ასახვას რამდენიმე წუთი სჭირდება.

“[ფოტო] 13 მაისს ვიპოვე ხალიჩის ქვეშ. მანამდე ვნახე, რომ ჩემი პოლაროიდი დაზიანებული იყო და არც კი ჩავრთე”, – ამბობს ვალერია.

მისი სახლი ირპენში იმ ადგილას მდებარეობს, სადაც რუსი სამხედროები რამდენიმე კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

“ოკუპაციისას ჩვენ ქალაქში არ ვიყავით. ჩვენი მეზობლები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში [დაახლოებით 3 კვირა] სარდაფში ცხოვრობდნენ. მათ გვითხრეს, რომ რუსმა სამხედროებმა პირველი ჩვენი სახლი გაძარცვეს, არ ვიცი რატომ, შეიძლება იმიტომ, რომ კონდიციონერი გვქონდა”, – ამბობს სახლის პატრონი.

ვალერიას სახლი. ფოტო: “უკრაინსკაია პრავდა”

მასალების გადაბეჭდვის წესი