ახალი ამბები

სამხედრო ექიმებმა მობილურ ჰოსპიტალში ლაპარასკოპიული ოპერაცია ჩაატარეს – კიევი

26 მაისი, 2022 • 662
სამხედრო ექიმებმა მობილურ ჰოსპიტალში ლაპარასკოპიული ოპერაცია ჩაატარეს – კიევი

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მობილურ ჰოსპიტალში სამხედრო ქირურგებმა ლაპარასკოპიული ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს.

უკრაინის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაჭრილ სამხედროს მობილურ ჰოსპიტალში თირკმლის ამოკვეთის ოპერაცია ჩაუტარეს და ჯარისკაცს სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ამავე განცხადების მიხედვით, მსგავსი სირთულის ქირურგიული ჩარევა უკრაინელმა სამხედრო ექიმებმა პირველად განახორციელეს მობილურ ჰოსპიტალში, ერთ-ერთ საფრონტო ქალაქში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, საგანგებოდ მოწყობილ საავადმყოფოში უკვე ამგვარი ორი ოპერაცია ჩაატარეს. მათი თქმით, ორივე დაჭრილი თავს კარგად გრძნობს და სამხედრო ექიმების პროფესიონალიზმისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით უკვე დამოუკიდებლად გადაადგილდებიან.

ლაპარასკოპია ქირურგიული ოპერაციის ტიპია, რომელის დროსაც ქირურგს მუცლისა და მენჯის ღრუში შესასვლელად კანზე დიდი განაკვეთების გაკეთება არ უწევს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი