ახალი ამბები

საქართველო თავდაჯერებულად მიდის სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე – ლუკაშენკო

26 მაისი, 2022 • 907
საქართველო თავდაჯერებულად მიდის სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც ლუკაშენკო აცხადებს, საქართველო  სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე თავდაჯერებულად მიდის.

„როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივსაცემი წევრი, საქართველო თავდაჯერებულად მიდის სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფით“, – აცხადებს ლუკაშენკო.

ლუკაშენკოს თქმით, ორი ერს შორის  კეთილგანწყობა ყოველთვის იყო და რჩება ბელარუსულ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის საიმედო საფუძვლად, რომელიც აქტიურად უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.


26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილების მიხედვით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს.

1921 წლის თებერვალში საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. 1991 წლის 31 მარტს საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, საქართველომ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა.

26 მაისს პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ქვეყნის ხელისუფლებაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოვიდა. 1991 წლიდან მოყოლებული, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი