ახალი ამბები

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ძმებო“ – უკრაინის შეიარაღებული ძალები ვიდეოს ავრცელებს

26 მაისი, 2022 • 2699
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ძმებო“ – უკრაინის შეიარაღებული ძალები ვიდეოს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ვიდეორგოლს ავრცელებს, სადაც უკრაინაში მოხალისედ წასული ქართველი სამხედრო ექიმი ლაშა ვარშალომიძე საუბრობს.

დამოუკიდებლობის დღის მისალოცი რგოლი უკრაინის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა წარწერით „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ძმებო, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“ ქართულ და უკრაინულ ენებზე.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილების მიხედვით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს.

1921 წლის თებერვალში საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. 1991 წლის 31 მარტს საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, საქართველომ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა.

26 მაისს პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ქვეყნის ხელისუფლებაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოვიდა. 1991 წლიდან მოყოლებული, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი