ახალი ამბები

ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას – ღარიბაშვილი

26 მაისი, 2022 • 1767
ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი დგას.

„ჩვენ უზრუნველვყავით უახლოეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი და სათავე დავუდეთ მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო, გრძელვადიან პროცესს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე.

„მსოფლიოსთვის დღეს არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, რამაც მრავალი ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად დააზარალა, ჩვენი მთავრობის წინდახედული, გონივრული, ეროვნული ინტერესების პოლიტიკით, ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას და განვითარებას“, – განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღეზე სიტყვით გამოსვლის ბოლოსკენ ასევე ახსენა უკრაინა და განაცხადა:

„დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხალხის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი