ახალი ამბები

ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა – 1 დოლარი 2.8598 ლარი ღირს

25 მაისი, 2022 • 1418
ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა – 1 დოლარი 2.8598 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარებას აგრძელებს.

25 მაისს ცნობილი გახდა, რომ 26 მაისისთვის მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი ღირს 2.8598 ლარი.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის შემდეგ, დოლარმა ლართან მიმართებით გაუფასურება დაიწყო და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია 10 მარტს, როდესაც ერთი აშშ დოლარი 3.40 ლარი ღირდა.

მარტის ბოლოდან ლარი მეტნაკლებად სტაბილურად მყარდება დოლართან მიმართებით. ზუსტად ორ თვეში, 25 მარტთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით 37.7 თეთრით არის გამყარებული.

ამასთანავე, 26 მაისისთვის მოქმედი კურსით, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0488 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი