ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ პროქართული არ არის — გახარია

25 მაისი, 2022 • 648
„ქართული ოცნება“ პროქართული არ არის — გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების მოწყობის სტრუქტურა იმდენად ავტორიტარულია, რომ ის ბუნებრივად არ არის თავსებადი ევროკავშირის ფასეულობებთან.

გახარიას თქმით, ამიტომ გვეჩვენება ხანდახან, რომ ხელისუფლება დაკავშირებულია მოსკოვთან.

„მე არ ვიცი, მე ამის დამადასტურებელი ფაქტები არ მაქვს, მაგრამ შინაგანი მოწყობით საქართველოს ხელისუფლება არის ავტორიტარული, ამიტომ ის ძალიან ბუნებრივად მოძრაობის ავტორიტარული რეჟიმების მხარეს“, — განაცხადა გახარიამ.

„ჩვენი უბედურება ისაა, რომ „ქართული ოცნება“ პროქართული არ არის. დღევანდელი ხელისუფლება არც პროევროპულია, არც პროამერიკული, არც პრორუსული. დღევანდელი ხელისუფლება არის პრო-თავისი. მათ ძალაუფლების შენარჩუნების, სავარძლებში ჯდომის და ფულის კეთების გარდა არაფერი აინტერესებთ.

კომპეტენცია და ტვინი რა დონეზეც ჰყოფნით, იმით აკეთებენ ამას. ამიტომ ყველაზე დიდი რისკია, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება მზად არის, გადაიხადოს ნებისმიერი ფასი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს ძალიან დიდი რისკია ქვეყნისთვის. საქართველოს მოქალაქეებს ჯერ ბოლომდე გააზრებული არა აქვთ, რას ნიშნავს ეს. უნდა დავიცვათ ქვეყნის მომავალი, იმიტომ რომ ეს ხალხი რითი ივაჭრებს, მე წარმოდგენა არ მაქვს. თეორიულად ვუშვებ, რომ ქვეყნის მომავალი განვითარებით, იმიტომ რომ სხვა რესურსი არ არსებობს“, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

„4 კვირა მაინც გავჩუმდეთ“ — გახარია ყველას EU-ს საკითხზე ერთიანობისკენ მოუწოდებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი