ახალი ამბები

სოროსი: ჩვენი ცივილიზაციის გადარჩენის ერთადერთი გზა, პუტინის მალე დამარცხებაა

24 მაისი, 2022 • 2714
სოროსი: ჩვენი ცივილიზაციის გადარჩენის ერთადერთი გზა, პუტინის მალე დამარცხებაა

მილიარდერი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იყოს ამიტომ, თავისუფალი საზოგადოების დაცვისთვის აუცილებელია დასავლეთმა ვლადიმერ პუტინის ძალები დაამარცხოს.

ჯორჯ სოროსი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი უფრო ფართო ბრძოლის ნაწილია, რომელიც თავისუფალ და ისეთ ჩაკეტილ საზოგადოებებს შორის მიმდინარეობს, როგორიც რუსეთი და ჩინეთია.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ ეს შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი ყოფილიყო, რომელსაც ჩვენი ცივილიზაცია ვერ გადაიტანს და მიიჩნევს, რომ საუკეთესო და შესაძლოა ერთადერთი გზა ცივილიზაციის გადასარჩენად, პუტინის რაც შეიძლება მალე დამარცხებაა.

სოროსი აცხადებს, რომ პუტინმა, რომელიც ირწმუნება, რომ „სპეციალური ოპერაცია უკრაინაში“ გეგმის მიხედვით მიდის და კრემლის ყველა მიზანი მიღწეული იქნება, დაიჯერა, რომ უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო და ცეცხლის შეწყვეტისთვის მოლაპარაკებებისთვის ემზადება:

„მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა მიუღწეველია იმიტომ, რომ მისი ნდობა არ შეიძლება. რაც უფრო სუსტდება პუტინი, უფრო არაპროგნოზირებადი ხდება“ – აცხადებს ჯორჯ სოროსი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი