ახალი ამბები

მარიუპოლში კორპუსის ნანგრევებში 200 ცხედარი ვიპოვეთ – მერის მრჩეველი

24 მაისი, 2022 • 772
მარიუპოლში კორპუსის ნანგრევებში 200 ცხედარი ვიპოვეთ – მერის მრჩეველი

მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსის ნანგრევებში 200 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ქალაქი, რომელიც ამჟამად რუსული ჯარების კონტროლის ქვეშაა, ინტენსიური დაბომბვის შემდეგ ფაქტობრივად მიწასთანაა გასწორებული.

მერის მრჩევლის განცხადებით, ნაპოვნი ცხედრები გახრწნის მაღალ სტადიაზე იყო. მისი თქმით, ქალაქის მორგი ცხედრებითაა სავსე. რუსეთის არმია მარიუპოლს კვირების განმავლობაში ინტენსიურად ბომბავდა, ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობდა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში. ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლი რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი