ახალი ამბები

მოლდოვის ექსპრეზიდენტი სამშობოლოს ღალატშია ეჭვმიტანილი

24 მაისი, 2022 • 1121
მოლდოვის ექსპრეზიდენტი სამშობოლოს ღალატშია ეჭვმიტანილი

მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეზე, მათ შორის სამშობოლოს ღალატზე, გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური გამოცემა NewsMaker ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი უწყების წარმომადგენლები კიშინიოვში მდებარე დოდონის სახლს ჩხერეკენ.

მათივე ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ ჩხრეკა კორუფციის, უკანონო გამდიდრების, სამშობლოს ღალატისა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსების საქმის ფარგლებში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, გარდა კიშინიოვში მდებარე სახლისა, ჩხრეკა დოდონის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ ქონებაშიც მიმდინარეობს.

იგორ დოდონი 2016-2020 წლებში მოლდოვის პრეზიდენტი იყო. ის პრორუსული “სოციალისტური პარტიის” არაფორმალური ლიდერია. დოდონი რუსეთთან დაახლოებული პირია და მის ღია მხარდაჭერას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოხატავდა. მიუხედავად რუსეთის მხარდაჭერისა, დოდონი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა მაია სანდუმ დაამარცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი