23 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ხვალიდან, 24 მაისიდან იმოქმედებს, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.69 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ, 2.8767 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ოფიციალური კურსით გამყარდა ევროსთან მიმართებითაც. 23 მაისის ოფიციალური კურსით, 1 ევროს ღირებულებამ 3.0677 ლარი შეადგინა, რაც წინა დღის კურსზე 0.61 თეთრით ნაკლებია.