ახალი ამბები

ავტობანზე ავარიის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი

23 მაისი, 2022 • 1562
ავტობანზე ავარიის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი

ავტობანზე, გორთან მომხდარი ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

ცენტრის ცნობით, გარდაცვლილია 50 წლამდე კაცი, დაშავებულები კი მრავლობითი დაზიანებებით გორში, კლინიკაში გადაიყვანეს.

“ნეტგაზეთი” მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებისგან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

გარეკანის ფოტო: კადრი “მთავარი არხის” ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი