ახალი ამბები

დესნაში დაბომბილი შენობის ნანგრევებში 87 ცხედარი იპოვეს

23 მაისი, 2022 • 773
დესნაში დაბომბილი შენობის ნანგრევებში 87 ცხედარი იპოვეს

უკრაინის ჩერნიჰივის რეგიონში მდებარე დასახლება დესნაში აფეთქების შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებში 87 ადამიანის ცხედარი იპოვეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევა სოფელზე 17 მაისის დილას განხორციელდა.

გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა:

„დღეს დავასრულეთ სამაშველო ოპერაცია დესნაში, სადაც შენობის ნანგრევებში 87 ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ“ – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ თავდასხმა დესნაში 17 მაისს განხორციელდა. იმავე დღეს მაშველებმა ნანგრევებიდან 12 დაშავებულის გამოყვანა შეძლეს, 8 ადამიანი კი დაღუპული იპოვეს.

გამოცემა წერს, რომ რუსეთმა ჩერნიჰივისს რეგიონზე იერიში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე მიიტანეს. რეგიონის სოფლების ნაწილი რუსული ოკუპაციის ქვეშ იყო. რუსმა სამხედროებმა უკრაინული მედიის თქმით, რეგიონული ცენტრის დაკავება ვერ შეძლეს, რის თუმცა ქალაქს განუწყვეტლივ ბომბავდნენ.

აპრილის დასაწყისში რუსულმა ძალებმა ჩერნიჰივის რეგიონის დატოვება დაიწყეს, თუმცა მიმდებარე ტერიტორიებზე დაბომბვა გრძელდებოდა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, რუსეთის ტერიტორიიდან 23 მაისს გამთენიისას დაიბომბა ქალაქები გრემიაჩი და ნოვოვასილივკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი