ახალი ამბები

უკრაინაში დაკავებულ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

23 მაისი, 2022 •
უკრაინაში დაკავებულ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

უკრაინის სასამართლომ პირველი განაჩენი გამოუტანა დაკავებულ რუს სამხედროს — 21 წლის ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

შიშიმარინს ბრალი ედება ომის კანონების დარღვევევით, სამოქალაქო პირის განზრახ მკვლელობაში. პროკურატურის ცნობით, შიშიმარინი სატანკო დივიზიის ქვედანაყოფს მეთაურობდა, როდესაც მისი კოლონა თავდასხმაში მოჰყვა. მან და სხვა ოთხმა ჯარისკაცმა მანქანა მოიპარეს და სუმის რაიონის სოფელ ჩუპახივკასთან მოგზაურობისას ველოსიპედზე მჯდომ 62 წლის მამაკაცს წააწყდნენ.

„ერთ-ერთმა ჯარისკაცმა უბრძანა ბრალდებულს, მოეკლათ სამოქალაქო პირი, რათა მას არ ემხილებინა ისინი“, — აცხადებენ პროკურატურაში.

ვადიმ შიშიმარინი ამტკიცებს, რომ მას არ სურდა სასიკვდილო გასროლა, მაგრამ ასრულებდა ბრძანებას. სასამართლო პროცესზე მან დანაშაული აღიარა და მოკლული ქვრივს ბოდიში მოუხადა.

უკრაინაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცის ბოდიში მოკლულის ქვრივს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი