ახალი ამბები

პროკურატურამ შვილების თანდასწრებით ცოლის მკვლელობისთვის კაცს ბრალი წარუდგინა

22 მაისი, 2022 • 1238
პროკურატურამ შვილების თანდასწრებით ცოლის მკვლელობისთვის კაცს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობისისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ განცხადება უწყება დღეს, 22 მაისს გაავრცელა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, ქ. თბილისში, დ. გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რ. მ.-მ მეუღლეს ს. კ.-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა.”, – ნათქვამია პროკრუატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, კაცს ბრალი სისხლის სამარტლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი