ახალი ამბები

უკრაინაში საომარი მდგომარეობა 23 აგვისტომდე გახანგრძლივდა

22 მაისი, 2022 • 912
უკრაინაში საომარი მდგომარეობა 23 აგვისტომდე გახანგრძლივდა

უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 23 აგვისტომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებაზე დაყრდნობით, UNIAN ავრცელებს.

დეპუტატის თქმით, პარლამენტმა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც საომარი მდგომარეობა 2022 წლის 25 მაისის 05:30 საათიდან გაგრძელდება კიდევ 90 დღე. ამ გადაწყვეტილებას რადას 320 დეპუტატი დაეთანხმა.

ამასთან, UNIAN-ის ინფორმაციით, რადამ 23 აგვისტომდე გაახანგრძლივა საყოველთაო მობილიზაციაც, რასაც რადას 315-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი