20 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც 21 მაისიდან იქნება ძალაში, ლარი დოლართან მიმართებით კიდევ 2.26 თეთრით გამყარდა და შესაბამისად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9036 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა 20 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით გამყარდა ევროსთან მიმართებითაც. ერთი ევროს ღირებულებამ ოფიციალური კურსით 3.0738 ლარი შეადგინა, რაც წინა დღის კურსზე 0.51 თეთრით ნაკლებია.