ახალი ამბები

“ქვეყნის სუვერენიტეტის და თავისუფლების მტერი” – მეზვრიშვილი ხელისუფლებაზე

20 მაისი, 2022 • 1149
“ქვეყნის სუვერენიტეტის და თავისუფლების მტერი” – მეზვრიშვილი ხელისუფლებაზე

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხელისუფლება, რომელიც დასავლელ პარტნიორებს აკრიტიკებს და თავს ესხმის ევროინტეგრაციის პროცესში, ქვეყნის სუვერენიტეტის და თავისუფლების მტერია.

მეზვრიშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპარლამენტარებზე თავდასხმით, მაშინ, როცა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება, ევროინტეგრაციის პროცესს ძირს უთხრიან.

„რა ჰქვია ხელისუფლებას, რომელიც თავს ესხმის ევროპარლამენტს ევროინტეგრაციის პროცესში, როცა დღე-დღეზე ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ? სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მტერი. ევროინტეგრაციის პროცესის ძირგამომთხრელი! და აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თავდასხმის მოტივებს! რა ჰქვია ხელისუფლებას, რომელიც თავს ესხმის წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველებს იმ დროს, როცა დასავლური ფარი ქვეყნის თავისუფალი მომავლის ერთადერთი გარანტია ? ქვეყნის სუვერენიტეტის და თავისუფლების მტერი! რა ჰქვია ხელისუფლებას, რომელიც გვეუბნება, რომ პარტია სახელმწიფოა და მზად არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას სახელმწიფო გადააყოლოს? საქართველოს მტერი!“ – წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა, ვისაც, ახლა დასავლეთთან ხმა მიუწვდება და ხელისუფლების ზიზღით შეპყრობილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ ითხოვს, საქართველოს ინტერესებს ისიც არანაკლებ აზიანებს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს “კრიმინალების მფარველად” მოიხსენიებს და დასძენს, რომ მასზე სერიოზული განცხადების გაკეთება არ შეიძლება.

მანამდე ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებებს, რომელთა თანახმადაც “უცხოელების პატარა ჯგუფი”, მათ შორის, ვიოლა ფონ კრამონი, “პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში” და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ეს ხალხი „მოგვყიდოს როგორც თვით ევროპა, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის“.

კობახიძე ფონ კრამონს უწოდებს “კრიმინალების მფარველს”, რომელზეც “არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება”

მასალების გადაბეჭდვის წესი