ახალი ამბები

თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის შესახებ წინმსწრები მოლაპარაკებები დაბლოკა – DW

18 მაისი, 2022 • 1150
თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის შესახებ წინმსწრები მოლაპარაკებები დაბლოკა – DW

თურქეთმა დაბლოკა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ წინმსწრები მოლაპარაკებები.

ინფორმაციას გერმანული Deutsche Welle საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლებმა ოფიციალურად გადასცეს ნატოში გაწევრიანების განაცხადი ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის, ნატოში გაწევრიანება არჩიეს.

თუმცა ერთი პრობლემაა –  ალიანსის ერთ-ერთი უდიდესი არმიის მქონე ქვეყანა, თურქეთი, რომელიც თავის დროზე ნატოს საბჭოთა საფრთხის გამო შეუერთდა, ახლა თავად ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის კავშირში გაწევრიანებას.

თურქეთის თანახმად, შვედეთი და ფინეთი ტერორისტ ქურთებსა და თურქეთში დევნილი სასულიერო და პოლიტიკური ლიდერის, ფეთჰულაჰ გიულენის მომხრეებს უჭერენ მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი