ახალი ამბები

სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრა ისევ ჩაინიშნა

18 მაისი, 2022 • 1395
სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრა ისევ ჩაინიშნა

ნატო-ს ვებგვერდზე განახლდა ინფორმაცია ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ.

ანონსის თანახმად, ნატოს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს მიიღებს. მანამდე, ნატოს ვებ გვერდზე აისახა, რომ ღარიბაშვილისა და სტოლტენბერგის შეხვედრა გაუქმდა.

მმართველი გუნდის წევრებმა თქვეს, რომ შეხვედრა გაუქმდა ან გადაიდო ნატო-ს გენერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

დღეს დილით იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბბინაში ფინეთისა და შვედეთის ელჩები მიიღო. სამხედრო ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ორმა ქვეყანამ ნატოში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთეს.

ბრიუსელში სტოლტენბერგის და ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმდა

ბრიუსელში სტოლტენბერგის და ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმდა

მასალების გადაბეჭდვის წესი