საზოგადოება

ბრიუსელში სტოლტენბერგის და ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმდა

18 მაისი, 2022 • 1821
ბრიუსელში სტოლტენბერგის და ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმდა

ბრიუსელში, ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.

ინფორმაცია ამის შესახებ ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანონსში აისახა.

მიზეზის გასარკვევად „ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ნატო-ს შტაბბინას და საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს. პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში გუშინ, 17 მაისს დაიწყო. ის შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლას. ვიზიტის მეორე დღეს დაგეგმილი იყო შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან.

იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბბინაში დღეს ფინეთისა და შვედეთის ელჩები მიიღო. სამხედრო ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ორმა ქვეყანამ ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი